Heli-skiing ტურებზე მოთხილამურეეებისთვის არჩევანი იზრდება – გუდაურში ფრენებს კიდევ ერთი კომპანია შეასრულებს

თბილისი (BPI) – გუდაურის საკურორტო ზონაში ოპერირებას კიდევ ერთი უცხოური კომპანია განახორციელებს. გერმანულ-ავსტიულმა კომპანია HTM Helicopter Travel Munich GmbH-მა ფრენებზე ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან უკვე მოიპოვა.

ნებართვის საფუძველზე კომპანია გუდაურში Heli-skiing ტურებს 31 იანვრიდან 18 მარტამდე AS 350 B3-ის ტიპის თანამედროვე ვერტმფრენით მოემსახურება.

Heli-skiing ტურები მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისაგან წინასწარ დაკომპლექტებული ტურისტული ჯგუფების ვერტმფრენიდან გაუკვალავ თოვლში გადასხმას და მათთვის თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს. 

ფრენები დაიშვება ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში და ვიზუალური ფრენის წესებით (VFR).

HTM Helicopter Travel Munich GmbH ვერტმფრენების მეორე უცხოური კომპანიაა, რომელიც წელს გუდაურის საკურორტო ზონაში ფრენებს განახორციელებს. ავსტრიული Wucher Helikopter Gmbh ე.წ. Heli-skiing ტურებს 15 იანვრიდან 15 აპრილამდე გუდაურის, მესტიისა და გოდერძის საკურორტო ზონებში მოემსახურება. 

ქართული კომპანიებისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე იგივე საქმიანობის განხორციელება დაშვებულია გამარტივებული პირობებით – ოპერირების დაწყებამდე ფრენის გეგმის (Flight Plan) მიწოდებით შპს „საქაერონავიგაციისთვის“.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …