ucuz paykwik sportwetten paykasa

H&M Morris & Co-სთან ერთიანდება

თბილისი (BPI) – საშემოდგომოდ H&M გაერთიანდა Morris & Co-სთან , ბრიტანელი ინტერიერის ბრენდთან, რომელიც 1861 წელს Arts & Crafts მოძრაობის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა დიზაინერმა დააფუძნა. ყველასათვის ნაცნობი პრინტების გაწყობილი კოლექცია, რომელიც აერთიანებს რომანტიკულ და კლასიკურ სილუეტებს ხელმისაწვდომი იქნება ჩვენს მაღაზიებში 11 ოქტომბრიდან.

„Morris & Co-ის პრინტები მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობენ. გარდა იმისა, რომ უილიამ მორისის სახელი Arts and Crafts მოძრაობის სინონიმად აღიქმება, ის ასევე დახვეწილი დიზაინის აქტიური მხარდამჭერია. ჩვენთვის დიდი სიამოვნებაა ამ საკულტო ბრიტანულ ბრენდთან თანამშრომლობა და ამ მოდელების ჩვენს მომხმარებელთან გაზიარება.“ ამბობს პერნილა უოლფარტი, H&M-ის დიზაინის ხელმძღვანელი.

„როგორც უილიამ მორისის კომპანიის მეურვეები ჩვენ ვაგრძელებთ მის საქმიანობას და ვქმნით საინტერესო ხელნაკეთ ქსოვილებსა შპალერს, რისთვისაც შთაგონებას ჩვენი მდიდარი არქივიდან ვიღებთ. ეს თანამშრომლობა გვაძლევს საშუალებას წარმოვაჩინოთ ჩვენი საკულტო პრინტების აქტუალობა. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა H&M-თან მუშაობა, რადგან საშუალება გვეძლევა ჩვენი ქმნილებები მოდის სამყაროში ახალ აუდიტორიას გავაცნოთ.“ ამბობს კლერ ვალისი, Morris & Co-ის კრეატიული დირექტორი.

 

 

შემთხვევითი სიახლე

მიმოქცევაში ლარი გაიზარდა

თბილისი (BPI) – მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის მოცულობა 142 მლნ-ით გაიზარდა (+8%Y.Y), 3.565 მლნ-მდე. სებ-ის სტატისტიკით …