გურჯაანში ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

თბილისი (BPI) – გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანში კომპანია „ვაზისუბნის მამული“ ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს.

საწარმო ყურძენს როგორც საკუთარი ვენახებიდან, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისგანაც ჩაიბარებს.

კომპანია პროექტის განხორციელებაზე 2,5 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.

ახალი საწარმოს ასაშენებლად კომპანიამ, სოფელ ვაზისუბანში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 15 729 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე, საინვესტიციო პირობებით, 84 000 ლარად იყიდა.

შემთხვევითი სიახლე

ვითიბიმ ბარათიდან ბარათზე გადარიცხვის სერვისი დანერგა

თბილისი (BPI) – ვითიბი ბანკმა ბარათიდან ბარათზე გადარიცხვის სერვისი დანერგა. ახალი მომსახურება იძლევა თანხის გადარიცხვის შესაძლებლობას …