გურჯაანში ღვინის მარანი და საოჯახო სასტუმრო გაიხსნა

თბილისი (BPI) – გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვეჯინში ღვინის მარნის და საოჯახო ტიპის სასტუმროს „ შატო ხარიტონას“ გაიხსნა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის მარნების და საოჯახო სასტომროების გახსნა.

„გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ობიექტის გახსნა. ტურისტები აქ გაეცნობენიან ქართულ კულტურას, დააგემოვნებენ კახურ, ქვევრის ღვინოს და ქართულ კერძებს. ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება ბევრი ასეთი ობიექტი გაიხსნას, რათა გურჯაანი მიმზიდველი გახდეს როგორც შიდა ასე უცხოელი ვიზიტორებითვის. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ისიც, რომ ეს ხდება ჩემს სოფელში, ვეჯინში.“ – განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა.

ხარიტონაშვილების ოჯახის „შატო ხარიტონას“ გახსნას უცხოელი სტუმრები, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და საქართველოში მოქმედი ტურ ოპერატორების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შემთხვევითი სიახლე

ქართული Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია

თბილისი (BPI) – ქართული ავიაკომპანიები Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია. უკრაინის ინფრასტრუქტურის …