ucuz paykwik sportwetten paykasa

გროზნო თბილისთან პირდაპირ ავიარეისებს ითხოვს, Georgian Airways-ი კი ისევ ფიქრობს

თბილისი (BPI) – გროზნო თბილისთან პირდაპირი ავიარეისების დანიშვნითაა დაინტერესებული. როგორც საერთაშორისო აეროპორტ “გროზნოს” გენერალურმა დირექტორმა სულთან გამბულატოვმა განაცხადა,  რეისების დანიშვნის თაობაზე ის საქართველოში უკვე ორჯერ იმყოფებოდა.

“მე პირადად ორჯერ ვიყავი საქართველოში მათ ავიაკომპანიებთან მოსალაპარაკებლად. ისინი ჩვენ დაგვპირდნენ, რომ პირველივე შესაძლებლობაზე ამ მიმართულებას აითვისებდნენ.  პრობლემა – თავისუფალი სიმძლავრეების არარსებობაა, არ არის საჰაერო ხომალდი. მაშინ კი საქართველოდან ტურისტები ჩამოვიდოდნენ. ეს რეისი ძალან პოპულარული იქნება”, განაცხადა “გროზნოს” გენერალურმა დირექტორმა.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისი-გროზნოს მიმართულებაზე ოპერირების დაწყებას Georgian Airways-ი განიხილავს.

avianews.ge

შემთხვევითი სიახლე

ავსტრიელი ტურისტები საქართველოში სტუმრობით ინტერესდებიან

თბილისი (BPI) – ავსტრიელი ტურისტების ინტერესი საქართველოს მიმართულებით მზარდია. 2018 წელს საქართველოს ავსტრიიდან 10 ათასამდე …

Robby Fabbri Womens Jersey