Google-ს და Facebook-ის სპიკერები DataFest -ზე

თბილისი (BPI) -“საქართველოს ბანკის” BOG Fintech -ის მხარდაჭერით, DataFest Tbilisi იმართება. ფესტივალი, მათთვის ვინც მონაცემთა დამუშავების ახალი შესაძლებლობებითაა დაინტერესებული.

თბილისს  სპიკერები სტუმრობენ 30-ზე მეტი კომპანიიდან, მათ შორისაა  Google, Facebook, Amazon, TransferWise, Zalando და  500-მდე მონაწილე.

წლევანდელი ფესტივალის 6 ძირითად თემაა: მონაცემების კომუნიკაციაში დიზაინის გამოყენება; მონაცემთა ჟურნალისტიკა; ფინანსური მონაცემები და ტექნოლოგიები; მონაცემების გამოყენება პოლიტიკასა და მმართველობაში; ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება;  მონაცემების გამოყენება ბიზნესსა და მარკეტინგში.

ინდუსტრიის ლიდერებისგან ინსპირაციულ გამოსვლები უკვე შედგა, მე-2 საკონფერენციო დღეს  თემატური სემინარები გაიმართება, მე-3, datathon-ებზე პრაქტიკაში გასატარებელ იმ ცოდნის გაცვლასას, რაც მონაწილეებმა პირველი ორი დღის განმავლობაში დააგროვეს.

„მოხარულები ვართ რომ საქართველოს ბანკის BOG Fintech მიმართულება ხელს უწყობს ასეთი მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებას, საინტერესო სემინარების ჩატარებასა და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გაზიარებას. DataFest Tbilisi უნიკალურია იმით, რომ იძლევა მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას კომუნიკაციის, ხელოვნული ინტელექტის, მონაცემთა გაცვლისა თუ ტექნოლოგიების მიმართულებით. საქართველოს ბანკის მიზანია რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარების ხელშეწყობა, ამ მიმართულებით ახალი შესაძლებლობების შექმნა. აღნიშნული ღონისძიების მხარდაჭერაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.

შემთხვევითი სიახლე

“თიბისის” 10X10 საახალწლო საჩუქრებს იგებს

თბილისი (BPI) – “თიბისი ბანკმა”  „ერთგული“  ბარათის მომხმარებლებისთვის აქცია – „10=10=10“ დაიწყო. ვინც 7 .11- …