გოცირიძე: საქართველო მსოფლიოში II-ა ჩინეთის შემდეგ ელენერგიის მოხმარებით ბიტკოინის მოსაპოვებლად

თბილისი (BPI) – ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველო მსოფლიოში II-ა ჩინეთის შემდეგ ელენერგიის მოხმარებით ბიტკოინის მოსაპოვოებლად.

“კიდევ ერთი სკანდალური ინფორმაცია, რომელიც საერთაშორისო პროფესიულ მედიაში ახლახან გამოქვეყნდა: საქართველო მეორე ადგილზეა მსოფლიოში ჩინეთის შემდეგ ელექტროენერგიის მოხმარებით ბიტკოინის მოსაპოვოებლად-60 მეგავატი სიმძლავრე სჭირდება ამას. ეს ორჯერ მეტია მესამე ადგილზე მყოფ ამერიკის შეერთებულ შტატებთან შედარებით.

ასეთი სერვერები ძირითადად ცივ ქვეყნებშია განთავსებული – ისლანდია, ნორვეგია, კანადა და ა. შ. ეს იმიტომ, რომ უფრო იაფი ჯდება მათი გაგრილება. მაშინ რატომ აღმოჩნდა ცხელ თბილისში ამ მასშტაბის სიმძლავრეები? იმიტომ, რომ იაფი ჯდება: მუქთა მიწა, იაფი დენი, იაფი მუშახელი, თითქმის ნულვანი გადასახადები და მომავალში, საჭიროების შემთხვევაში სხვა პრივილეგიები.

ვინ შეიძლება დღეს საქართველოში მიიღოს ამდენი სიკეთე?

იმან!!!”, – წერს გოცირიძე.

შეგახსნებთ, რომ დღეს Bitfury ჯგუფის წარმომადგენლის საქართველოში ეფრემ ურუმაშვილის განცხადება გაავრცელა bm.ge-m.

“ბიტფიური ჯგუფი ეხმაურება ბოლო პერიოდში პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებულ სრულიად უსაფუძლო განცხადებებს. გვსურს ღიად დავაფიქსირო ოფიციალური პოზიცია, რომ კომპანია ბიტფიური, რომელიც უმსხვილესი გლობალური ტექნოლოგიური კომპანიაა (თითქმის 1 მლრდ კაპიტალიზიაციით) 2014-2015 წწ “ბიტფიური ჯგუფი” სარგებლობდა სესხით “თანაინვესტირების ფონდიდან”, რომელიც 2015 წელს ჩანაცვლდა “საქართველოს ბანკისგან” (BOG) მიღებული საბანკო სესხით, ვისთანაც დღემდე ვიმყოფებით ფინანსურ-საქმიან ურთიერთობაში.

ისლანდიის, ნორვეგიის და კანადის მსგავსად, საქართველოში “ბიტფიური ჯგუფი” ფლობს მაინინგის ცენტრებს, მაგრამ გორში მაინინგი დიდი ხანია აღარ ხდება, შესაბამისად, იქ ჭარბი ელექტროენერგიის საჭიროება არ არსებობს (იქ მხოლოდ ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრია) და მხოლოდ თბილისის (გლდანის რაიონში მდებარე) დატა ცენტრში მიმდინარეობს მაინინგი.

რაც შეეხება დენის საფასურს, მის გადახდებს, ტარიფებს და შესაძლოა პრივილეგიებს, რაზეც ჩვეულად და თავის სტილში აპელირებს ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი, აქაც მთელი პასუხისგებლობით გვსურს განვაცხადოთ, რომ საქართველოში ოპერირების დაწყებიდან დღემდე, არცერთერთ ეტაპზე ”ბიტფიური ჯგუფს” არ უსარგებლია არანაირი პროვილეგიით ან შეღავათით. ამის დასტურად ჩვენი კომპანია – მიმდინარე კვირის ბოლომდე გამოაქვეყნებს – კომუნალური(ელექტროენერგიის შესყიდვა-გადახდის) გადასახადების შესახებ დეტალურ ინფორმაციას”,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც BM.ge ავრცელებს.

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …