გლობალური კონსერვაციის ფონდი ბორჯომ-ხარაგაულის პარკს 250 000 დოლარს გამოუყოფს

თბილისი (BPI) – ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გლობალური კონსერვაციის ფონდს (GC) შორის, საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა.

ხელშეკრულების თანახმად, ფონდი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მხარდასაჭერად 3 წლის განმავლობაში 250 000 დოლარს დახარჯავს.

„ვფიქრობთ, რომ ეს ტექნიკური დახმარება რომელსაც ვიღებთ გლობალური კონსერვაციის ფონდისგან დიდი შენაძენია დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის და რეინჯერებისთვის. ეს საშუალებას მისცემს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას, უკეთ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა“ – განაცხადა მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა.

თანამშრომლობის მიზანია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნების დაცვა და მართვის ეფექტურობის უზრუნველყოფა. ხელშეკრულება ითვალისწინებს ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას, რაც გულისხმობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის შესაბამისი აღჭურვილობით უზრუნველყოფას, რაც ხელს შეუწყობს პარკის ტერიტორიაზე პატრულირების სისტემის გაუმჯობესებას, ბუნებრივი რესურსების უკეთ დაცვასა და ეფექტურ მართვას.

 

შემთხვევითი სიახლე

„ბადაგონის“ განვითარებაში ჩინური კომპანია $30 მლნ-ს ჩადებს

თბილისი (BPI) – „ბადაგონის“ პარტნიორი ჩინური კომპანია “ბადაგონის” ბრენდის განვითარებაში  30 მილიონამდე დოლარის ინვესტიციას დააბანდებს. …