გიორგი რამიშვილი: Sofrecom-ს ჩვენს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე შემოაქვს ინოვაციები და მობილური სერვისების გამოცდილება

თბილისი (BPI) – Orange Group–ის შვილობილი კომპანიის Sofrecom-ის წარმომადგენლობა საქართველოში ოფიციალურად გაიხსნა. პრეზენტაცია სასტუმრო რედისონში შედგა.

Sofrecom – მსოფლიო მასშტაბით ემსახურება სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს, პერსპექტიული კვლევებში, ბიზნეს-კონსულტაციაში, ქსელებსა და IT ტექნოლოგიების უკეთ წარმართვაში. რასაც აღწევს მათთვის საოპერაციო გადაწყვეტილებებისა და Orange Group–ის გამოცდილების გაზიარებით.

საქართველოში კომპანია Sofrecom-ის მიზანია სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს და მთავრობას ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში გაუწიოს კონსულტაცია.

როგორც Sofrecom ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიიომ ბუდინმა აღნიშნა, კომპანია მოხარულია საქართველოს გაუზიაროს საკუთარი ამბიცია, რომელიც საქართველოში სატელეკომუნიკაციო სფეროს შემდგომ განვითარებას მოიაზრებს.

“ამ ცვალებად ბაზარზე ჩვენ ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს ძირითადი ინდუსტრიული ტენდენციების ათვისებაში თავიანთი კონკრეტული გამოწვევებისთვის საუკეთესო გზის მოსაძიებლად. ჩვენ ვთანამშრომლობთ მათთან საქმიანი და ადამიანური მიზნების მისაღწევად; ვერთვებით განვითარების  ყველა ეტაპზე – დაწყებული სტრატეგიის განსაზღვრიდან, დამთავრებული ოპერატიული რეალიზაციით; მხარს ვუჭერთ მათ სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში, ტრანსფორმაციის პროგრამების წარმართვასა და ხელსაყრელი, გრძელვადიანი შედეგის მიღწევაში. მსურს, მადლობა გადავუხადო სილქნეტს და მის მმართველ გუნდს ნდობისთვის; Sofrecom -ი რამდენიმე წელია  “სილქნეტის” პარტნიორია. სწორედ ამ კომპანიასთან თანამშრომლობით შემუშავდა ქართული ინტერნეტ-პროვაიდერის ხუთწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა,“ – განაცხადა ბუდინმა.

„სილქნეტი უკვე რამდენიმე წელია Orange Alliance–ის წევრია და მოხარულნი ვართ Sofrecom–თან თანამშრომლობით. Sofrecom–ის დახმარებით სილქნეტისთვის შევიმუშავეთ 5–წლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა. Sofrecom კონსულტაციებს გვიწევდა ჯეოსელთან გარიგების საკითხებზე მოლაპარაკების პერიოდში. კერძოდ, კომპანიის ფინანსური მდგომარეობის კეთილსაიმედოობის საკითხებში. ამჟამად კი Sofrecom გვეხმარება IT ტრანსფორმაციაში, ინტეგრაციასა და ორივე კომპანიის დაახლოებაში. ჩვენი თანამშრომლობა ძალზე მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც სილქნეტი ადგას სწორედ იმ გზას, რომელიც Orange–მა განვლო – დაწყებული ფიქსირებული ხაზის ოპერატორიდან, დამთავრებული მობილური ოპერატორითა და მობილური ფინანსური მომსახურების პროვაიდერით. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საფრანგეთის გამოცდილება ამ ჯერზე საქართველოში შემოდის, რათა ხელი შეუწყოს ტელეკომის სერვისის განვითარებას. ამგვარი თანამშრომლობა ჩინებულად ერგება „სილქ როუდ ჯგუფის“ ძირითად ხედვას საქართველოს პოზიციის შესახებ აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირების კუთხით“ – განაცხადა სილქნეტისა და სილქროუფ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი რამიშვილმა.

Sofrecom-ის გუნდი ფლობს უნიკალურ ნოუ–ჰაუსა და  ცოდნას დიგიტალიზაციის პროექტებში, როგორიცაა ელექტრონული მართვა, მობილური ფინანსური სერვისი; სამთავრობო ადმინისტრაციისთვის პროცესების დიგიტალიზაცია

დღესდღეობით, როდესაც სილქნეტმა შეისყიდა ჯეოსელი და  მთავარი კონვერგენტი ოპერატორი გახდა, Sofrecom შესაძლებლობას მისცემს მას, რათა ისარგებლოს Orange–ის გამოცდილებითა და ცოდნით, კერძოდ, ინოვაციებისა და მობილური ფინანსური სერვისების კუთხით.

შემთხვევითი სიახლე

ოქტომბერში ამბროლაურის აეროპორტში მგზავრთნაკადი 61%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ოქტომბერში მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი 832 მგზავრს მოემსახურა. რაც წინა წლის …