გიორგი ქობულია ანაკლიის პროექტის გადახედვას გეგმავს

თბილისი (BPI) – ეკონომიკის მინისტრის პოსტზე წარდგენილი გიორგი ქობულია არ გამორიცხავს, რომ ანაკლიის პროექტი გადაიხედოს. პროექტის პრიორიტეტულობას ქობულია აღიარებს, მაგრამ მიაჩნია, რომ საკითხი კომპლექსურად არის შესასწავლი.

მინისტრმა დეპუტატების კითხვაზე რჩება თუ არა ანაკლის პროექტი პრიორიტეტად, როგორც ეს გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის იყო, უპასუხა, რომ ჩატარებულ კვლევებს ახალი თვალით უნდა შეხედონ.

„ანაკლიის პროექტი საქართველოს ლოგისტიკური ჰაბის სტრატეგიის საკითხია. არ შეიძლება ანაკლიის პორტი ცალკე იყოს. მთავრობისთვის, მნიშვნელოვანია ქვეყნის სარგებელი. ჩემთვისაც პრიორიტეტია, ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი. საქმე იმაშია, რომ სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლება ტვირთბრუნვების თვალსაზრისით. გუნდთან საუბარი მქონდა, რომ კიდევ ერთხელ უნდა გადავხედოთ კვლევებს, რომელიც გაკეთებული იყო . როგორ გავხადოთ საქართველო ჰაბად და როგორ გამოვიყენოთ მაქსიმალურად ეს კორიდორი – ჯერჯერობით პასუხის ამ კითხვაზე არ მაქვს, მაგრამ გვექნება“, – განაცხადა ქობულიამ.

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …