გიორგი გახარია “ახალი პერსონაჟებით” ამაყობს

თბილისი (BPI) –  შსს მინისტრმა მთავრობის  პრეზენტაციაზე საგამოძიებო  მიმართულებით 20-წლიან ჩავარდნაზე  და რამდენიმეთვიან მიღწევებზე ისაუბრა.

გიორგი გახარიას თქმით  15-20-წლიან პერიოდში არათუ რეფორმები, ხელშესახებიც კი არაფერი გაკეთებულა. ამ დროისთვის კი კორპუსს (1 104 გამომძიებელი) ტესტირება უკვე ჩაუტარდა, კვალიფიკაცია გაიზომა, საქმეები დაითვალა და  სექტემბრიდანგამომძიებლები საბაზისო კურსებსაც გაივლიან.

მინისტრის თქმით მნივნელოვანია ახალი პერსონაჟის გაჩენა, მართლწესრიგის ოფიცრის, რომელზეც კონკურსია გამოცხადებული და 1 700-ზე მეტი განაცხადია მიღებული.

მან სანაპირო დაცვის გაძლიერებაზე განაცხადა, რაც ნატოს ბოლო სამიტის კონტექსტში გააქტუალურდა,  შავი ზღვის  აუზის უსაფრთხოების პრიორიტეტულობის  გათვალისწინიებით.

გახარიამ გაკეთებულ საქმეებში 13 200 პოლიციელისთვის ხელფასის გაზრდაზე განაცხადა. თქვა, რომ ბევრია გასაკეთებელი და იმედი გამოთქვა, რომ  გამოწვევების მქონე საქართველო მალე გადაიქცევა შესაძლებლობის მქონე ქვეყნად.

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …