Georgian Airways-ი თბილისიდან ხარკოვის მიმართულებით იფრენს

თბილისი (BPI) – ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისიდან ხარკოვის მიმართულებასაც ამატებს.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, ფრენები 6 აპრილიდან დაიწყება. Georgian Airways-ში განმარტავენ, რომ ფრენები კვირაში ორჯერ, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს განხორციელდება.

რაც შეეხება ავიაბილეთის ფასს, ერთი გზის ღირებულება 99 ევროდან, ხოლო ორი გზის 168 ევროდან იქნება.

ბილეთის ფასი მოიცავს ხელბარგს, ჩასაბარებელ ბარგსა და კვებას.