Georgian Airways-ი საპროტესტო აქციას აანონსებს

თბილისი (BPI) – ავიაკომპანია Georgian Airways-ი საპროტესტო აქციას აანონსებს. როგორც ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაშია აღნიშნული, აქცია მიმდინარე კვირის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე გაიმართება.

„წელიწადზე მეტია ვცდილობთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ თურქულ კომპანიასთან, “ტავ ურბან ჯორჯიასთან” მოლაპარაკებას ავიაბილეთების ფასების გაიაფებასთან დაკავშირებით, რამაც, შედეგი არ გამოიღო. სამწუხაროდ, სხვა გზა არ დაგვრჩა და იძულებულები ვართ გთხოვოთ გვერდში დგომა რომ ვაიძულოთ “ტავ ურბან ჯორჯია” გავიდეს საქართველოდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გააგრძელებენ ჩვენი აეროპორტების მართვას მინიმუმ 2027 წლამდე. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარე კვირის ბოლოს ვგეგმავთ საპროტესტო აქციის გამართვას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე და მოგიწოდებთ თანადგომისაკენ. დეტალურ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მოგაწვდით. წინასწარ გიხდით მადლობას თანადგომისთვის”, – აღნიშნულია Georgian Airways-ის განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

ბაზარს საცალო დაკრედიტების გაჯანსაღების არ სჯერა

თბილისი (BPI) – საცალო დაკრედიტების “გაჯანსაღებით”, ეკონომიკის 3%-იან ვარდნაზე,  საბანკო და მისი თანამოაზრე 10  ასოციაციის …