“გეალოგოსმა“ კახეთში 8 ჰა მიწის ფართობზე კაკლის და მაყვლის ბაღები გააშენა

თბილისი (BPI) – კომპანია „გეალოგოს“-მა 8 ჰა მიწის ფართობზე კაკლის და მაყვლის ახალი ბაღი გააშენა. ხეხილის ბაღები გურჯაანის რაიონის სოფელ არაშენდაში მდებარეობს.

“გეალოგოსი” პროექტის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარია.

ბენეფიციარი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო. ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 36,215 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან, 24,220 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 11,995 ლარი – წვეთოვანი სისტემებისთვის. ჯამურმა ინვესტიციამ 62,790 ლარი შეადგინა

პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით დაფინანსებულია, ხეხილის ახალი ბაღების გაშენება 5,264 ჰექტარზე და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 28,037,524 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, კახეთის რეგიონში დაფინანსებულია ხეხილის ბაღების გაშენება 1,820 ჰა მიწის ფართობზე.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში – ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ავიაბაზარზე Air France შემოდის

თბილისი (BPI) – 2019 წლის აპრილიდან თბილისის მიმართულებით პარიზიდან ფრენების შესრულებას საფრანგეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Air …