On.ge: “გირჩი” თავის კრიპტოვალუტას ქმნის

თბილისი (BPI) – პოლიტიკური გაერთიანება გირჩი თავის კრიპტოვალუტას ქმნის, – ინფორმაციას ამის შესახებ პორტალი On.ge ავრცელებს. On.ge წერს, რომ პარტია ამ გზით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვას გეგმავს.

გირჩი გეგმავს, რომ შექმნილი კრიპტოვალუტა თანაბრად დაურიგონ საქართველოს ყველა მოქალაქეებს. ამავდროულად, პარტია გეგმავს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პლატფორმის შექმნას, რომელიც დაფუძნებული იქნება ბლოკ-ჩეინის ტექნოლოგიაზე.

“ამ ფულის მეშვეობით საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ქვეყანაში არსებული ათეულობით, და შესაძლოა, ასეულობით მილიარდი დოლარის ღირებულების გაყინული აქტივის გაცოცხლებას, უკან დაბრუნებას ანუ ახალი საკუთრების დაუფლებას და შემდგომ ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვას”, – აცხადებენ პარტიაში და დასძენენ, რომ:

  1. საქართველოში გაჩნდება ახალი მესაკუთრეების დიდი ჯგუფი;
  2. ყველა მოქალაქე სწრაფად გამდიდრდება;
  3. საკუთრების უფლება გაფართოვდება და აქტივების ღირებულება პერმანენტულად გაიზრდება;
  4. მიმოქცევაში გაჩნდება ელექტრონული ფული, რომელიც გაცილებით სტაბილური იქნება ვიდრე ლარი და დაცული იქნება გაუფასურებისგან.

გირჩი აპირებს ალტერნატიულ საჯარო რეესტრის შექმნას, სადაც ადამიანებს შეეძლებათ კრიპტოვალუტით ნაყიდი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების, რეგისტრაცია.

“გირჩის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს რეესტრი გახდება არსებული რეესტრის შემადგენელი ნაწილი, ანუ ადამიანებს დაუკანონდებათ ქონება, რომელიც იმ მომენტისთვის იქნება მათ საკუთრებაში და ასახული იქნება გირჩის სარეგისტრაციო სისტემაში”, – ამბობენ პარტიაში.

როგორც გირჩში ამბობენ, ახლა პოტენციურ დაინტერესებულ მხარეებთან და ტექნიკურ სპეციალისტებთან კონსულტაციებს მართავენ

შემთხვევითი სიახლე

“პანორამა კვარიათი” სტუმრებს 2019 წლის ბოლოდან მიიღებს

თბილისი (BPI) – აპარტ-ოტელის ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი “პანორამა კვარიათი” პირველი სტუმრების მიღებას 2019 წლის ბოლოდან შეძლებს. …