„გაზპრომს“ ქონება დაუყადაღეს

რუსულ ენერგოკომპანია „გაზპრომს“ დიდ ბრიტანეთსა და უელსში ქონება დაუყადაღეს. უკრაინის ბუნებრივი აირის კომპანია „ნაფტოგაზისგან“ გავრცელებული განცხადების თანახმად, სტოკჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ რუსული ენერგოკომპანია „გაზპრომს“ მათთვის კომპენსაციის გადახდა დაავალა და ქონებაც ამ მიზნით დაუყადაღეს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ინგლისსა და უელსში „გაზპრომის“ 50 ათასი დოლარის ღირებულების ქონების სია სასამართლოს გადაეცა.

სტოკჰოლმში მდებარე საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ რუსულ ენერგოკომპანია გაზპრომსა და უკრაინულ ბუნებრივი აირის კომპანია ნაფტოგაზის სასამართლოს განაჩენი უკრაინული მხარის სასარგებლოდ გამოიტანა. განაჩენის მიხედვით გაზპრომმა ნაფთოგჰაზს 2,56 მილიარდი დოლარი უნდა გადაუხადოს.

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …