გარმოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ GIZ-თან ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

თბილისი (BPI) – საქართველოში ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვისა და ბიომრავალფეროვნების და ეკოსისტემების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და GIZ-ის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელმა, როლანდ შტოირერმა მოაწერეს.
სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა როლანდ შტოირერს თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობა საქართველოს მუდმივი მხარდამჭერია, რასაც აღნიშნული მემორანდუმიც ადასტურებს.

GIZ-ის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელის, როლანდ შტოირერის განცხადებით, გერმანულ მხარეს საქართველოსთან სატყეო სექტორის რეფორმისა და ტყეების მდგრადი მართვის სისტემის გაუმჯობესების კუთხით 10 წლიანი წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება აკავშირებს. ბიუროს ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო გერმანიის სანდო და საიმედო პარტნიორია.