გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს სტაჟირებას სთავაზობს

თბილისი (BPI) – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს პროფესიული მიმართულებების პრაქტიკული უნარ-ჩვევები სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებებში ზაფხულის პერიოდში სტაჟირების გავლით შეიძინონ.

სამინისტროს ცნობით, ყველა იმ სტუდენტს და კურსდამთავრებულს, რომელიც ფიქრობს, რომ საკუთარი საქმიანობა აგრარულ დარგს და გარემოს დაცვის მიმართულებებს დაუკავშიროს, სამინისტრო დაეხმარება დამატებითი ცოდნა მიიღოს და მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები შეიძინოს.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა cv და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე info@mepa.gov.ge უნდა გააგზავნოს. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 1 ივლისი. სტაჟირება დაიწყება 15 ივლისს.

სტაჟირების პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტს, მაგისტრანტს ან კურსდამთავრებულს. მსურველი უნდა გამოირჩეოდეს მაღალი აკადემიური მოსწრებით.

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …