განახლებულ მთავრობას ინტერპელაცია შემოაქვს

თბილისი (BPI) –   განახლებულ მთავრობას, მინისტრთა შემცირებული კაბინეტით, ნდობას 15 ივლისს გამოუცხადებენ.  პლენარულ სხდომაზე, რომელიც 10 :00 სთ-ისთვის ჩაინიშნა.

ეს, საპარლამენტო ისტორიაში ბოლო დაჩქარებული პროცედურა იქნება. პარლამენტის ვიცე-სპიკერის წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტით, ნდობის გამოცხადების საკითხები,  1 დღეში,  8 კომიტეტში აღარ განიხილება. ახალი რეგლამენტით მხოლოდ საკომიტეტო  2 მოსმენა დაიშვება.

რეგლამეტიც შემცირებულია 100 მუხლით, რომელიც ნოემბერში უნდა მიიღონ, კონსტიტუიციის ძალაში შესვლამდე.   იქამდე უნდა უმცირესობასთან შეთანხმდნენ ახალი დეფინიცია -ოპოზიცია თუ იქნება მისაღები. ახალ კონსტიტუცია  ფრაქციებს მთავრობის დამკომპლექტებელ უმრავლესობად და უმცირესობად აღარ აჯგუფებს.  ორივე  მაინდეტიფიცირებელი  ქრება. ფრაქციას აღარც მინისტრის დაბარება შეეძლება, მთავრობის წევრს კომიტეტის ¼-ის გადაწყვეტილებით  მოიწვევენ . პოლიტიკური დებატებისთვის 30 ხმა საკმარისი იქნება.

პრემიერს წლიური საანგარიშო გამოსვლა რეგლამენტით,  საგაზაფხულო სესიის დასასრულს დაევალება. ოქტომბერი და დეკემბერი,  რეგლამენტის პროექტზე, 9 თვის განმავლობაში  მომუშავე ჯგუფმა (თამარ ჩუგოვიოლის ხელმძღვანელობით), მიზანშეუწონლად მიიჩნია, საარჩევნო და საბიუჯეტო წლების დამთხვევის გამო.  თამარ ჩუგოშვილის თქმით, მინისტრის საათის გარეშე პლენარული სესია არ ჩატარდება.

შემოდის ინტერპელაციის ახალი წესი. ამა თუ იმ საკითხით დაინტერესებულ  პარლამენტის  7 წევრიანი  ჯგუფს,  ნებისმიერ  წერილობით  კითხვას მინისტრმა  პლენარულ სხდომაზე უნდა უპასუხოს.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის თემების საკვლევად სპეციალური კომისიის შექმნას 75 -ის ნაცვლად 50-1/3   დეპუტატი გადაწყვეტს. თემატური შეზღუდვაც მოიხსნება.  არა მხოლოდ უკუპირებულ ტერიტორიებთან, აუდიტის სამსახურთან და პეტიციასთან დაკავშირებით შეიკრიბება. გაიმიჯნება  საგამოძიებო, კანონდარღვევის კვლევის ფუნქციით.

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …