გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში რეორგანიზაცია იწყება

თბილისი (BPI) – გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის,   რომელიც  გულისხმობს პროექტებთან ერთად, წყალმომარაგების დარგის კომპლექსურად განვითარებას.

ახალი გამოწვევების წარმატებით დაძლევის მიზნით, კომპანია სტრუქტურული და ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელებას იწყებს.  ცვლილებების მიზანია მმართველობის ეფექტური სისტემის შექმნა, მათ შორის კადრების ოპტიმიზაცია, მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი პერსონალის მოზიდვა,  რომელთა ჩართულობაც მნიშვნელოვანია კომპანიის ამბიციური გეგმების განხორციელებისთვის.

რეორგანიზაციის ფარგლებში, ასევე გამოცხადდება ვაკანსიები სხვადასხვა პოზიციის დასაკავებლად. პროცესი ხელს შეუწყობს  გამჭირვალობის პრინციპით, ახალგაზრდა და პროფესიონალი კადრების შერჩევას, რომლებიც  ფლობენ წყალმომარაგების სფეროში ახალი ტექნოლოგიების საერთაშორისო სტანდარტებით მართვის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს.

შემთხვევითი სიახლე

საექსპორტო ბაზრებზე ქართულ ბრენდსა და ჭაჭაზე მოთხოვნა იზრდება

თბილისი (BPI) – საერთაშორისო ბაზრებზე ქართულ ბრენდსა და ჭაჭაზე მოთხოვნა იზრდება. 2018 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით …