გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია პროექტების მენეჯერის 10 პოზიციაზე კონკურსს აცხადებს

თბილისი (BPI) – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის შემდეგ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ კონკურსი პროექტების მენეჯერის 10 პოზიციაზე გამოაცხადა.

შერჩეული  კანდიდატები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსების ფარგლებში,  მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით დასაქმდებიან.

რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის დაქვემდებარებაში არსებულ კომპანიაში აცხადებენ, რომ კონკურსი ჩატარდება გამჭირვალობის და სამართლიანობის პრინციპის დაცვით, შერჩეული კანდიდატები კომპანიაში მიმდინარე რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ დაინიშნებიან.

პროცესი ხელს შეუწყობს პროფესიონალი კადრების შერჩევას,  მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი პერსონალის მოზიდვას, რომელთა ჩართულობაც მნიშვნელოვანი იქნება კომპანიის განვითარებისა და სამომავლო გეგმების განხორციელებისათვის.

შემთხვევითი სიახლე

სასესხო რეგულაციების გადახედვის თარიღი ჯერ უცნობია

თბილისი (BPI) –  აგროსექტორის დაფინანსებისთვის საერთაშორისო დონაციაზე რატომ  ითქვა უარი, რა ეშველება  ბინის მყიდველებს  რემონტოსთვის …