გაეროს ანგარიშით, საქართველოში ეკონომიკა წელს 4,3%-ით გაიზრდება

თბილისი (BPI) – გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 2018 წელს საქართველოში 4,3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

გაეროს მონაცემებით, 2017 წელს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია და 11.4%-ს შეადგენს.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს სომხეთში ეკონომიკის 3,8%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, აზერბაიჯანში – 1,8%, რუსეთში – 1,9%, ამავდროულად ყირგიზეთში ეკონომიკის 5,8%-იან ზრდას ვარაუდობს გაერთიაენბული ერების ორგანიზაცია, ბელარუსში – 2%, უკრაინაში – 2,5%,

ორგანიზაციამ მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2018 წლისთვის გამოაქვეყნა, რომლის მხიედვითაც გლობალური ეკონომიკა წელს 3%-ით გაიზრდება.

შემთხვევითი სიახლე

ქართული Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია

თბილისი (BPI) – ქართული ავიაკომპანიები Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია. უკრაინის ინფრასტრუქტურის …