გაჩეჩილაძე ბანკში დაბრუნდა

თბილისი (BPI) – „საქართველოს ბანკის” აღმასრულებელი დირექტორის პორტფელი არჩილ გაჩეჩილაძემ ჩაიბარა. ჯგუფის წევრმა, რომელიც GGU-ის მმართველობამდე, საქართველოს ბანკის მენეჯმენტში იყო.

“დიდი პატივი და პრივილეგიაა, გთხოვონ გახდე საქართველოს ბანკის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი. ეს ბანკი არის დიდი ორგანიზაცია უდაოდ ძლიერი ბრენდით”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ, რომელიც კახა კიკნაველიძეს შეცვლის. საქმიანობას 28 იანვრიდან შეუდგება.

“საფინანსო სექტორში არსებობს მრავალი შესაძლებლობა, რომ განვავითაროთ უფრო მეტი ციფრული და თანამედროვე ფინანსური მომსახურება. მჯერა, მმართველ გუნდთან და კოლეგებთან ერთად მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ შესაძლებლობების გაღრმავებას შევძლებთ,” – თქვა ბანკირმა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …