გააცანი შენი პროექტი ინვესტორებს – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ახალი პროექტი დაიწყო

თბილისი (BPI) – გააცანი შენი პროექტი ინვესტორებს – ასე ჰქვია ახალ პროექტს, რომელიც სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ დაიწყო.

პროექტის ფარგლებში ახალი საინვესტიციო პროექტების/შეთავაზებების ერთიანი ბაზა შეიქმნება, რათა შემდგომში მოხდეს აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება პოტენციურ ინვესტორებთან, მათი დაინტერესების მიზნით.

საინვესტიციო პროექტების/შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება მოხდება სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში, რომლებსაც საქართველოში და სამიზნე ბაზრებზე განახორციელებს – სააგენტო აწარმოე საქართველოში.

სექტორული კუთხით პრიორიტეტი ენიჭება აუთვისებელი და ნიშური ინდუსტრიების განვითარებას, რასაც ქვეყანაში საშუალო და გრძელვადიანი სოციალური და ეკონომიკური ზეგავლენა ექნება. ამასთანავე, საინვესტიციო პროექტის/შეთავაზების საინვესტიციო მოცულობა უნდა აღემატებოდეს 5 მლნ ლარს.

შემთხვევითი სიახლე

სადაზღვევო ბაზარზე ევროპული კომპანია შემოვიდა – “აისი ჯგუფი” “ევროინსის ჯგუფის” წევრი გახდა

თბილისი (BPI) – სადაზღვევო კომპანია „აისი ჯგუფი“ ევროპული კომპანია EuroinsGroup-ის წევრი გახდა და ბაზარზე ოპერირებას …