ფოთში “აჭარა ტექსტილის” სამკერვალო ფაბრიკა თებერვალში გაიხსნება

თბილისი (BPI) – ფოთში “აჭარა ტექსტილის” საერთაშორისო სტანდარტების სამკერვალო ფაბრიკა თებერვალში გაიხსნება.

როგორც ჯერ კიდევ 2016 წელს “აჭარა ტექსტილის” მესვეურებმა დაანონსეს ფაბრიკა ქალის, მამაკაცისა და ბავშვის სპორტული ტანსაცმლის წარმოებას აპირებს.

„აჭარა ტექსტილი“ სამთავრობო პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. პროექტის განხორციელების მიზნით, კომპანიას საწარმოს ასაშენებლად საჭირო ტერიტორია 4 ჰა მიწის ფართობი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან ნომინალურ ფასად გადაეცა.

პროექტის საინვესტიციო ღირებულებად 10 მლნ ლარი დასახელდა, აღინიშნა, რომ ფაბრიკაში 1500 ადამიანი დასაქმდება.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „აჭარა ტექსტილი“ უკვე ფლობს ორ სამკერვალო ფაბრიკას ბათუმსა და ქობულეთში და დასაქმებული ჰყავს 2500 ადამიანი.

 

შემთხვევითი სიახლე

გურჯაანში ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

თბილისი (BPI) – გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანში კომპანია „ვაზისუბნის მამული“ ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს. საწარმო …