FlyUIA ჩასხდომის ბარათის ამობეჭდის ტარიფს აძვირებს

თბილისი (BPI) – უკრაინული ავიაკომპანია Ukraine International Airlines-ი (FlyUIA) 15 ივნისიდან ჩასხდომის ბარათის ამობეჭდის ტარიფს აძვირებს.

დღეს არსებული 10 ევროდან ღირებულება 15 ივნისიდან 15 ევრო გახდება. იმავდროულად, გრძელმაგისტრალურ რეისებზე რეგისტრაცია სამომავლოდ გახდება ფასიანი. თუ კი დღეს FlyUIA-ს ასეთ რეისებზე რეგისტრაცია იყო უფასო, 1-ელი აგვისტოდან მასში მგზავრს საფასურის გადახდა მოუწევს.

თუკი მგზავრს დამატებითი ხარჯის გადახდა არ უნდა, მაშინ მას შესაძლებლობა აქვს გაიაროს ონლაინ რეგისტრაცია და თავად ამობეჭდოს ჩასხდომის ბარათები, ან ის მობილურ მოწყობილობაში შეინახონ, შემდგომი გამოყენებისთვის. ასევე ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში, ჩასხდომამდე მინიმუმ 2 საათით ადრე მგზავრს შესაძლებლობა აქვს აეროპორტში განთავსებულ ჯიხურებში თავად გაიაროს უფასო რეგისტრაცია. თუ კი მგზავრმა მანამდე გაიარა ონლაინ რეგისტრაცია, მას ამ ჯიხურებში ბარათის უფასოდ ამობეჭდვის შესაძლებლობა ეძლევა.

შემთხვევითი სიახლე

ამბროლაურში FIFA-ს სტანდარტების 2 სტადიონი შენდება

თბილისი (BPI) – ამბროლაურში FIFA-ს სტანდარტების 2 სტადიონი შენდება. ამ დროისთვის ამბროლაურში სპორტული მოედნის მშენებლობის …