საქართველოს რკინიგზა, fitch ratings, რეიტინგი, გადაზიდვები, შემცირება, ბიზნესი

Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი „BB-“ შეუნარჩუნა

თბილისი (BPI) – რეგიონში შექმნილი ეკონომიკური სირთულეების, ასევე, ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაში არსებული სავალუტო კრიზისის ფონზე, ავტორიტეტულმა საერთაშორისო საკრედიტო კომპანია Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი „BB-“ პროგნოზით “პოზიტიური” შეუნარჩუნა.

საქართველოსთვის საკრედიტო რეიტინგის შეფასება, მნიშვნელოვანი გზავნილია ინვესტორებისთვის, ხელს უწყობს საქართველოს მიმართ ნდობის შენარჩუნებას და ეკონომიკის განვითარებას, რადგან სარეიტინგო კომპანიის ანგარიშში ხაზგასმულია ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე წლის დასაწყისიდან აღინიშნება. კერძოდ:

Fitch ხაზს უსვამს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან საქართველოს თანამშრომლობას და დადებითად აფასებს პროგრამის წარმატებით მიმდინარეობას.

სარეიტინგო კომპანია პოზიტიურად აფასებს ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს, რომელიც „BB“ კატეგორიის ქვეყნების მაჩვენებელზე მაღალია. განსაკუთრებით, აღნიშნულია ის გარემოება, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აჩვენა საჯარო ფინანსების მიმართულებით.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში, ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის მიერ გამოქვეყნებულ „ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა 2017-ის“ შედეგებით, საქართველომ მე-5 ადგილი დაიკავა მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის და ახალ ზელანდიასთან, შვედეთთან და ნორვეგიასთან ერთად მოექცა სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სარეიტინგო კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, პოზიტიურად სახელდება ფისკალური დეფიციტის შემცირების ტენდენცია, რომელიც Fitch-ის პროგნოზით, 2018-2019 წლებში ქვეყანში 2.6%-მდე შემცირდება, რაც თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის კიდევ უფრო მეტი ფისკალური კონსოლიდაციის მიზნებთან, ისევე როგორც “BB” რეიტინგის მქონე ქვეყნების მაჩვენებლებთან.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო კომპანიის ანგარიშში დადებითადაა შეფასებული ინფლაციის დონე და Fitch-ის პროგნოზი, თანხვედრაშია ქვეყნის ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან.

მსოფლიოში წამყვანი სარეიტინგო კომპანიის აღნიშნული ანგარიში, ადასტურებს წლის დასაწყისიდან ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დადებით ტენდენციას და პოზიტიურად აფასებს იმ ფისკალურ პოლიტიკას, რომელიც ხორციელდება ქვეყანაში.

შემთხვევითი სიახლე

რომელი ავიაკომანიები ლიდერობენ საქართველოს ავიაბაზრზე

საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი  კომპანიაWizz Air-ია. 2019 წლის იანვარ–ივნისის სტატისტიკურიმაჩვენებლებით, “ლოუკოსტერი” საქართველოს ავიაბაზარზე 6 თვეში ​348 ათას 850 მგზავრს მოემსახურა და ამმაჩვენებლებით ბაზრის14%-ის მფლობელი გახდა. 2018 წლის იანვარ–ივნისის მონაცემებით Wizz Air-ი საქართველოს ავიაბაზრის11%-ს ფლობდა და ისლიდერთა რეიტინგში მესამე ადგილზე იყო.  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისსამინისტროს, სსიპ სამოქალაქოავიაციის სააგენტოსაქართველოს საავიაციო ბაზარზემოქმედიავიაკომპანიების რეგულარული და მრავალჯერადიჩარტერულირეისებით გადაყვანილი მგზავრთარაოდენობის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლისმიხედვითაც 2019 წლის პირველ ნახევარშისაქართველოსაეროპორტებიდან გადაყვანილიმგზავრთნაკადით Wizz Air-ის შემდეგ ყველაზემეტმგზავრს Georgian Airways-ი მოემსახურა. 6 თვეშიავიაკომპანიამ 260 ათას774 მგზავრი გადაიყვანა დაბაზრის 11%-ის მფლობელიც გახდა. 2018 წლის პირველ ნახევარში Georgian Airways-ის წილი12%-ი იყო დაავიაკომპანია თურქულ Turkish Airlines-თან ერთად ლიდერის პოზიციაზე იყო.  2019 წლის იანვარ–ივნისის მაჩვენებლებით, საქართველოს ავიაბაზრის 10%-სTurkish Airlines-ი აკონტროლებს და ის რეიტინგში მესამე პოზიციაზე. ​ავიაგადამზიდავი საქართველოს აეროპორტებშისულ 255 ათას 66 ათასმგზავრს მოემსახურა. 2018 წლის იანვარ–ივნისში Turkish Airlines-ისწილიქართულ ავიაბაზარზე 12%-ს შეადგენდა.  ანუ, 1 წლის განმავლობაში Georgian Airways-ის წილი საქართველოსავიაბაზარზე 1%-ითშემცირდა, ხოლო Turkish Airlines-მა წილის 2%-იანიკლებადააფიქსირა.  2019 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებლებით, გადაყვანილი მგზავრთნაკადით მეოთხე ადგილს, 7-7%-იანი წილით, რუსულიავიაკომპანიებიUral Airlines-ი და Pobeda Airlines-ი ინაწილებენ. 2018 წლისანალოგიურ პერიოდში კი Ural Airlines-ისბაზრის წილი 5%-ს, ხოლო Pobeda Airlines-ის წილი 3%-სშეადგენდა. საგულისხმოა, რომ 2019 წლის 6 თვის მაჩვენებლებით, რუსულიავიაკომპანიებიმთლიანობაში საქართველოს ავიაბაზრისმინიმუმ 23%-საკონტროლებდნენ. როგორცცნობილია საქართველოს რუსეთსშორისპირდაპირი ავიამომისვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყდა დაშესაბამისად, თუ კიპოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნებამიღებული დარუსეთის ფედერაციისპრეზიდენტი საქართველოს მიმართულებითპირდაპირავიარეისებს არ დაუშვებს, მაშინ 2019 წლისთვის ქართულ ავიაბაზარზერუსულიავიაკომპანიების წილის ზრდა ვეღარ მოხდება, ხოლო 2020 წლისწილობრივ გადანაწილებაში კიმათი წილი საერთოდ აღარ იქნება. საქართველოს ავიაბაზრის 4-4%-იან წილსფლობენ: Ukraine …