ფინკა ბანკმა სწრაფი სესხის ლიმიტი 3 000 ლარამდე გაზარდა

თბილისი (BPI) – ფინკა ბანკმა  სწრაფი სესხის ლიმიტის გაზრდაზე განაცხადა, 3 000 ლარამდე.

საზაფხულო აქციით, სესხი 6-თვიანი საშეღავათო პერიოდით გაიცემა,  უზრუნველყოფის გარეშე, 2 წლამდე ვადით. როგორც ბანკში განაცხადეს  250 ₾ შემოსავლის მქონე მსესხებლისთვისაც ხელმისაწვდომია.

წლიური განაკვეთი ინდივიდუალურად განისაზღვრება. მინიმალური 9%-ია.