ფინკა ბანკის კაპიტალი ნორმაზე მეტია

თბილისი (BPI) – ფინკა ბანკი ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნის შესრულებაზე აცხადებს.

ბანკში განმარტავენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა ფორმალური პროცედურა უკვე დასრულებულია.
საზედამხედველო კაპიტალის შესაბამისობაში მოყვანა მოხდა როგორც ფინკას აქციონერების, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ფინანსური მონაწილეობით.

“ფინკა ბანკი განაგრძობს განვითარებას და მომხმარებლებზე ორიენტირებული, პასუხისმგებლიანი საბანკო მომსახურების შეთავაზებას“ – აღნიშნა ფინკა ბანკის კომერციულმა დირექტორმა გიორგი ნადარეიშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

ბაზარს საცალო დაკრედიტების გაჯანსაღების არ სჯერა

თბილისი (BPI) – საცალო დაკრედიტების “გაჯანსაღებით”, ეკონომიკის 3%-იან ვარდნაზე,  საბანკო და მისი თანამოაზრე 10  ასოციაციის …