“ფინკა” 2-დღიან ხარვეზზე ბოდიშს იხდის

თბილისი (GBC) – „ფინკა ბანკი“ მომხმარებელს აფრთხილებს, რომ  2 დღის განმავლობაში ინტერნეტბანკი არ იქნება ხელმისაწვდომი და ბოდიშს უხდის.

პროგრამული განახლებების გამო, ამ სერვისით კლიენტი  9 ივნისს 14:30-დან 11 ივნისის 09:00-მდე ვერ ისარგებლებს.  ვერც მობაილ ბანკით და  სწრაფი გადახდის აპარატებითაც “ფინკა ბანკში” ანგარიშებზე თანხის შეტანა შეუძლებელი იქნება.

“ფინკა ბანკი” მომსახურების 36 ფილიალით,  ბანკომატების ქსელის გარეშეა წარმოდგენილი. ბანკის ბარათებით  თანხის განაღდება “ვითიბის”, “თიბისის” და “ბაზისბანკის”  ბანკომატებშია შესაძლებელი (საკომისიო ₾1).

შემთხვევითი სიახლე

„ბადაგონის“ განვითარებაში ჩინური კომპანია $30 მლნ-ს ჩადებს

თბილისი (BPI) – „ბადაგონის“ პარტნიორი ჩინური კომპანია “ბადაგონის” ბრენდის განვითარებაში  30 მილიონამდე დოლარის ინვესტიციას დააბანდებს. …