ფინანსთა მომავალი მინისტრი: “ჭარბვალიანობის ელემენტი შემოიპარა”

თბილისი (BPI) – „პირიქით მას კარგად აქვს წარმოდგენილი, რამდენად მნიშვნელოვანია საბანკო სისტემა. ყველა აღნიშნავს  რომ გვაქვს ჯანმრთელი და გამართული სექტორი“, – ფინანსთა მომავალმა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა პრემიერის ნათქვამის არასათანადოდ გამგებს  პირველ სატელევიზიო ჩართვაში აუხსნა, რომ  მამუკა ბახტაძე ბანკებს არ ერჩის და მხოლოდ ჭარბვალიანობის რისკებზე საუბრობს, რომელიც საფინანსო სექტორში შემოიპარა.

„ჭარბვალიანობის და უპასუხიმგებლო დაკრედიტების ელემენტი შემოიპარა საფინანსო სექტორში და ბანკებშიც, უფრო მწვავედ ლომბარდებში, მიკროსაფინანსოებში. ბანკებმა დაინახეს რომ მიკროსაფინანსო მდიდრდებოდა და რასაკვირველია მათაც გამოიყენეს“ , – ვანო მაჭავარიანი  მცირე მთავრობის კონცეფციის და ეკონომიკის ინკლუზიორობის მომხრეა, რაც ბიუროკრატიის შემცირებას , კადრების ოპტიმიზაციას და არა პრიმიტიულ შეკვეცას ნიშნავს.

ინკლუზიორობა კი  მცირე მეწარმის „აქტორობას“. ის  უნდა იყოს ბაზრის მოთამაშე და არა დოტაციაზე დამოკიდებული.

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …