FIFA: ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრები 2,403 მლნ-ზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია

თბილისი (BPI) – FIFA- მ რუსეთში დაგეგმილი მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფარგლებში გაყიდული ბილეთების რაოდენობა გაასაჯაროვა. როგორც ირკვევა, 7 ივნისის მდგომარეობით სულ გაყიდულია 2 403 116 ბილეთი, რომლის 54%-ი უცხოელმა გულშემატკივრებმა იყიდეს.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ უცხოელ გულშემატკივრებში ყველაზე დიდი აქტიურობით ამერიკელი ქომაგები გამოირჩეოდნენ.

უცხოეთში რეალიზებული საფეხბურთო ბილეთებით მეორე ადგილზეა ბრაზილია, ხოლო მესამეზე კოლუმბია.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო რიგით 21-ე საფეხბურთო ჩემპიონატი სტარტს 14 ივნისს, მოსკოვში რუსეთი-საუდის არაბეთის მატჩით აიღებს და 15 ივლისს, ასევე მოსკოვის „ლუჟნიკებზე“ გასამართი ფინალით დასრულდება. მუნდიალის შეხვედრები რუსეთის 11 ქალაქის 12 სტადიონზე ჩატარდება.

შემთხვევითი სიახლე

ლუკა ჩაჩიბაია: GWP სამი წლის განმავლობაში 200 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს

თბილისი (BPI) – კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 2018 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ და 2019 …