თბილისი (BPI) – ექსპერტებმა უსაფრთხოების მიხედვით, პოპულარული მესენჯერების რეიტინგი შეადგინეს. მათ 20 მესენჯერის უსაფრთხოების პარამეტრები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ყველაზე დაუცველი სწორედ, რომ Facebook Messenger-ია. მესენჯერის უსაფრთხოების შეფასება 30 კრიტერიუმის გაანალიზებით მოხდა. კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე უსაფრთხო მესენჯერი არის Signal-ი.
ყველაზე უსაფრთხო მესენჯერების TOP-8 ასე გამოიყურება:
1 – Signal;
2 – Wickr;
3 – Telegram;
4 – Confide;
5 – Viber;
6 – Line;
7 – WhatsApp;
8 – iMessage.
ექსპერტები მოსახლეობას მოუწოდებენ, არ გამოიყენონ Facebook Messenger-ი, რადგანაც ამ პლატფორმას გააჩნია სუსტი დაცვის სისტემა და მინაწერების წაშლის ნაკლები შესაძლებლობა.