ევროპის პრესტიჟული ოკეანარიუმი აჭარაში €185 მლნ-ს დააბანდებს

თბილისი (BPI) – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე მსხვილი პოლონური კომპანიის PFI Future აღმასრულებელ დირექტორს მარეკ ნოვარას  შეხვდა. რეგიონის საინვესტიციო პოტნეციალზე ესაუბრა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

PFI Future-ს  ვროცლაში ცნობილი ოკეანარიუმის საინვესტიციო პროექტი ეკუთვნის, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია.  ობიექტს წლიურად  2 მილიონამდე ვიზიტორი ჰყავს.
კომპანია აჭარაში კაპიტალდაბანდებით არის დაინტერესებული. მსხვილი პოლონური კომპანია რეგიონში საგანმანათლებლო-გასართობი, ასევე ტურისტული მიმართულების კომპლექსური პროექტის განხორციელებას გეგმავს.
PFI Future მზადაა 185 მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელოს.
მხარეებს შორის სამომავლოდ შეხვედრები დაიგეგმა, რომლის ფარგლებშიც კომპანიის საინვესტიციო პროექტის დეტალური შესწავლა და სამომავლო პერსპექტივებზე საუბარი გაიმართება.

 

შემთხვევითი სიახლე

ქართული Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია

თბილისი (BPI) – ქართული ავიაკომპანიები Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი პუნქტუალური ავიაკომპანიების TOP-10-შია. უკრაინის ინფრასტრუქტურის …