ევროპის ყველაზე ძვირიანი ქალაქები უძრავი ქონების გაქირავების მაჩვენებლით

თბილისი (BPI) – ევროპის ყველაზე ძვირიანი ქალაქების რეიტინგში უძრავი ქონების გაქირავების მაჩვენებლით ლონდონი ლიდერობს.

რეიტინგი ორგანიზაცია ECA International-მა შეადგინა. მონაცემების მიხედვით, ლონდონის ცენტრალურ უბნებში 3-საძინებლიანი აპარტამენტის ფასი £5,398-ია. კვლევაში მითითებულია, რომ საშუალო გაქირავების ფასი ლონდონში ევროპის ქალაქების საშუალო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება. იქვე ნათქვამია, რომ ეს მაჩვენებელი თითქმის £4,000-ით აღემატება ინგლისის სხვა ქალაქებში უძრავი ქონების გაქირავების ფასებს, რამდენადაც საშუალო მაჩვენებელი £1,427-ით განისაზღვრება.

მეორე ადგილზე მოსკოვი მოხვდა, მესამე პოზიციაზე კი ციურიხია.

ECA International

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით რუმინული ავიაკომპანია TAROM-ი პრეზენტაციას გამართავს

თბილისი (BPI) – რუმინული ნაციონალური ავიაკომპანია TAROM-ი ბუქარესტი–თბილისი–ბუქარესტის საჰაერო ხაზზე ავიარეისებების განხორციელებას იწყებს. საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით ავიაკომპანია დღეს 11:00 საათზე, …