ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ ქვეყნებს შორის საქართველო მეორე ადგილზეა

თბილისი (BPI) – გავლენიანი გამოცემა  Bloomberg  გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კვლევას აქვეყნებს.  2017 წლის ანგარიშის მიხედვით, ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდ  ტურისტულ ქვეყნებს შორის საქართველომ  მეორე ადგილი დაიკავა, ზრდა +27.9%

სიის ათეულში შემდეგი ქვეყნები მოხვდნენ:

1 სან მარინო 31.1%

2 საქართველო 27.9%

3 ისრაელი 24.6 %

4 თურქეთი 24.14%

5 ისლანდია 24.11%

6 მაკედონია 23.5%

7 აზერბაიჯანი 20%

8 მოლდოვა 19.6%

9 ბოსნია და ჰერცეგოვინა 18.66%

10 სომხეთი 18.65%

Bloomberg-ის ჟურნალისტი ნიკი ეკშტეინის თქმით  საქართველო გამოცდილი მოგზაურებისთვის საინტერესო მიმართულება გახდა.

“უნდა ვაღიაროთ, ამხელა ზრდას საქართველოში არ ველოდებოდით, მაგრამ თუ ჩვენ სიღრმისეულად ჩავხედავთ, დავინახავთ, რომ ამის მიზეზი არსებობს.  ამ ქვეყანაში კულინარიული თავგადასავლები სულ უფრო პოპულარული ხდება და ქართული სამზარეულო მოგზაურების მოსაზიდად კატალიზატორის ფუნქციას ასრულებს. ქართული ტრადიციული კერძები საუკეთესო მიზეზია, რომ ეწვიოთ ევროპის ამ ხელშეუხებელ კუთხეს.”

სტატიაში  ნიკი ეკშტეინი აღწერს თბილისის თანამედროვე სასტუმროებს, ბარებს, რესტორნებს და გასართობ ობიექტებს.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის  ორგანიზაციამ (UNWTO ) 2017 წლის ანგარიშის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებებს შორის  საქართველომ  მე-4  პოზიცია დაიკავა.   ანგარიშში წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების, რეგიონების სტატისტიკური მონაცემები, კვლევები,  ტენდენციები  და აქტივობები, რომელიც ტურიზმს მოიცავს.

“ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით წამყვანი პოზიცია დაიკავა, აღსანიშნავია, რომ საქართველო როგორც  წარმატებული და ტურისტულად მზარდი ქვეყანა მსოფლიოს არაერთ საერთაშორისო ანგარიშში მოხვდა.   ეს ფაქტი  შთამბეჭდავი  მხოლოდ საქართველოს მასშტაბით არ არის,  არამედ მოწინავე ადგილზე ყოფნა მნიშვნელოვანი სიგნალია მთელი მსოფლიოსთვის”, აცხადებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშის შეფასებისას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.

შემთხვევითი სიახლე

“თიბისის” 10X10 საახალწლო საჩუქრებს იგებს

თბილისი (BPI) – “თიბისი ბანკმა”  „ერთგული“  ბარათის მომხმარებლებისთვის აქცია – „10=10=10“ დაიწყო. ვინც 7 .11- …