Etihad Airways-ი და Emirates-ი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან

კონკურენტები თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან. ავიაკომპანია Etihad Airways-მა საკუთარ კონკურენტს Emirates-ს თანამშრომლობა შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც Etihad-ის პილოტები საჭიროების შემთხვევაში Emirates-ის რეისებს მოემსახურებიან. კომპანიების თანამშრომლობა კი 2 წლიანი იქნება.

პროგრამის მიხედვით, Emirates-ის რეისების მომსახურებისას Etihad-ის პილოტები ისეთივე ხელფასს და პრემიას მიიღებენ როგორც Emirates-ის პილოტები იღებენ. ასევე ის საათები, რომელსაც Etihad Airways-ის პილოტები Emirates-ში გაატარებენ, ნამუშევარი საათები ისევ Etihad Airways-ში ჩაეთვლებათ.

აღსანიშნავია, რომ ეს ავიაკომპანიების თანამშრომლობის პირველი შემთხვევა არ არის. ჯერ კიდევ იანვარში Etihad Aviation Group-მა და Emirates Group Security-მ უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …