ერთ სულ მოსახლეზე მშპ II კვარტალში 2 726 ლარი იყო

თბილისი (BPI) – ერთ სულ მოსახლეზე 2018 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი 1 114 დოლარია (2 726 ლარი), ეს მაჩვენებელი 2017 წლის II კვარტალში – 1 019 დოლარი (2 466 ლარი) იყო, – მონაცემები „საქსტატმა“ გამოაქვეყნა.

საქართველოს ეკონომიკა 2018 წლის II კვარტალში 5,5%-ით გაიზარდა.

“საქსტატის” წინასწარი მონაცემებით, დეფლატორის ზრდის მაჩვენებელი 4,8%-ით განისაზღვრა.

საანგარიშო პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი მიმდინარე ფასებში 10,168 მლრდ ლარია (4,157 მლრდ დოლარი).

შემთხვევითი სიახლე

სასტუმრო “შუხმან როიალ ისთეითი” ფართოვდება

თბილისი (BPI) – სასტუმრო „ შუხმან როიალ ისთეით “ ფართოვდება. 48 ნომრიანი კოტეჯური ტიპის სასტუმრო, …