ეროვნული გამოცდები მომავალი წლიდან შესაძლოა, გაზაფხულზე ჩატარდეს

თბილისი (BPI) – ეროვნული გამოცდები მომავალი წლიდან შესაძლოა, გაზაფხულზე ჩატარდეს. ამ საკითხზე როგორც ჩანს, განათლების სამინისტრო უკვე მუშაობს.

განათლებისა და მეცნიერების მინიტრი მიხეილ ჩხენკელმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ  ეროვნული გამოცდები ივლისში არ უნდა ტარდებოდეს. მინისტრმა აღნიშნა, რომ შესაძლებელია ეროვნული გამოცდების გაზაფხულზე ჩატარება და მომავალი წლისთვის განიხილება ეროვნული გამოცდების გაზაფხულის ბოლოს, სემესტრის ბოლოს ჩატარდება.

მიხეილ ჩხენკელმა ასევე ისაუბრა საგამოცდო ცენტრებში კონდენციონერების არ არსებობის პრობლემაზეც. მინისტრმა განაცხადა, რომ სკოლებში, სადაც საგამოცდო ცენტრებია ელექტროქსელი ვერ უძლებს კონდიციონერის დატვირთვას და ვინაიდან ატიპიური ტემპერატურა იყო მოსალოდნელი 2-5 ივლისის ჩათვლით გადაწყდა სპეციალური კაბელის გარედან შეყვანა.

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …