ეროვნული ბანკი: თიბისიში საგამოძიებო პროცესი ბანკის ფუნქციონირებაზე გავლენას არ მოახდენს

თბილისი (BPI) – საქართველოს ეროვნული ბანკი თიბისიში საგამოძიებო პროცესის დაწყებაზე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ეროვნული ბანკი, საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მუდმივ ზედამხედველობას უწევს კომერციულ ბანკებს, მათ შორის “თიბისი ბანკს”.

კანონმდებლობის თანახმად, ეროვნული ბანკის საზედამხედველო ღონისძიებები, როგორც ამ კონკრეტულ, ასევე სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, არ არის საჯარო და, შესაბამისად, უფლებამოსილი არ ვართ დეტალებზე ვისაუბროთ.

ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ “თიბისი ბანკი” ფინანსურად ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტია და სრულად აკმაყოფილებს ყველა ეკონომიკურ ნორმატივსა და ლიმიტს. მიმდინარე საგამოძიებო პროცესი, ასევე, ბანკთან დაკავშირებული პირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, გავლენას არ მოახდენს თავად ბანკის ფუნქციონირებაზე.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …