ეროვნულ გამოცდებზე კონდენციონერების არარსებობას პრემიერი ალოგიკურს უწოდებს

თბილისი (BPI) – ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კონდენციონერების არარსებობას პრემიერი ალოგიკურს უწოდებს.

“ერთიანი ეროვნული გამოცდებისას კონდენციონერის მხოლოდ ერთ საგამოცდო ცენტრში არსებობა არათუ არალოგიკური, არამედ ძალიან ცუდი გარემოებაა,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. ოპრემიერმა აღნიშნა, რომ აღნიშნა, რომ ეს საკითხი და მისი უმოკლეს ვადებში მოგვარების გზები მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დადგება.

„ეს არის საკითხი, რომლის დაგეგმვა ალბათ უკეთ შეიძლებოდა. აუცილებლად გავერკვევი, რატომ დადგა დღის წესრიგში ასეთი გარემოება, რომელიც ძალიან ცუდია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა გუშინ განაცხადა, რომ წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისას, კონდენციონერი მხოლოდ რუსთავის საგამოცდო ცენტრში იქნება.

შემთხვევითი სიახლე

საათობრივი პარკირება თბილისში – ავტომფლობელების წლიურმა ხარჯმა შესაძლოა 1400 ლარს გადააჭარბოს

თბილისი (BPI) – 2019 წლის პირველი იანვრიდან თბილისის ცენტრალურ უბნებში პარკირების საათობრივი და ზონალური სისტემა …