Emmy Awards-ზე წლის საუკეთესო ტელენოველად თურქული სერიალი „შენი ზოდიაქოს ფერი“ აღიარეს

თბილისი (BPI) – წლის საუკეთესო ტელენოველად თურქული სერიალი „შენი ზოდიაქოს ფერი“ (Kara Sevda) აღიარეს. International Emmy Awards-ზე გამარჯვებული სერიალი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გადიოდა და საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდა.

როგორც ცნობილია, საერთაშორისო პრემია International Emmy Awards-ის დაჯილდოების ცერემონიალი 20 ნოემბერს ნიუ-იორკში გაიმართა.

პირველად Emmy Awards-ის ისტორიაში მასზე ნომინირებული იყო თურქული პროექტი, რომელმაც პირველივე ცდაზე გაიმარჯვა.

თურქული არხის Star TV-ის პროექტი “Kara Sevda”, სადაც მთავარ როლებს ბურაკ ოზჩივიტი, ნესლიხან ათაგიული და  ქაან ურგანჯიოღლუ თამაშობენ საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.

International Emmy Awards-ზე სერიალი “Kara Sevda” ნომინირებული იყო ნომინაციაში „წლის საუკეთესო ტელენოველა“ და როგორც Hollywood Reporter-ი იუწყება კანადურ და ბრაზილიურ პროექტებთან შედარებით დაწინაურდა და ის გამარჯვებულიც გახდა.

სერიალის სიუჟეტის მიხედვით, ქემალს პირველი სიყვარული მოულოდნელად ეწვია. ის პირველად საყვარელ გოგონას ტრანსპორტში შეხვდა, შემდეგ – გამოფენაზე და ბოლოს, მან ის დახრჩობას გადაარჩინა. გოგონა, რომელსაც ნიჰანი ჰქვია, მდიდარი ბიზნესმენის ქალიშვილია. ქემალი – ღარიბი დალაქის. ისინი რადიკალურად განსხვავებულ სამყაროებს ეკუთვნიან. აქვს კი რაიმე მომავალი მათ სიყვარულს, როცა ირგვლივ საშინელი ინტრიგები იხლართება? თუმცა ორივე ცდილობს საკუთარი სიყვარულის გადასარჩენად  იბრძოლოს.

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …