Emirates-მა თავის მგზავრებს ახალი სერვისი შესთავაზა

თბილისი (BPI) – Emirates-მა თავის მგზავრებს ნება დართო დუბაის ნებისმიერ წერტილში გაიარონ რეგისტრაცია და ჩააბარონ ბარგი. ამისათვის კი მგზავრმა ბილეთის ყიდვისას, ან რეგისტრაციამდე 12 საათით ადრე, მომსახურება Home Check-in უნდა მონიშნონ.

მომსახურების ფარგლებში, რეისის შესრულებამდე 7 საათით ადრე მგზავრთან მივა Emirates-ის თანამშრომელი, რომელიც მოახდენს რეგისტრაციას, ამობეჭდავს ჩასხდომის ბარათს, ჩაიბარებს ბარგს და წაიღებს აეროპორტში.

ნორმის ფარგლებში Home Check-in სერვისის ღირებულება 350 დირჰამია ($95), თუმცა ზედმეტი წონის ბარგის შემთხვევაში თითო ჩემოდანზე 35 დირჰამი ($9,5) ემატება. აღსანიშნავია, რომ დღემდე Emirates-ს მხოლოდ ბარგის აეროპორტში მიტანის სერვისი ჰქონდა.