ucuz paykwik sportwetten paykasa

Embraer-ის ახალი თაობის საჰაერო ხომალდი E190-E2 თბილისის აეროპორტში სადემონსტრაციო ფრენას განახორციელებს

თბილისი (BPI) – საჰაერო ხომალდების მწარმოებელი ბრაზილიური კომპანია “Embraer”-ი 17 სექტემბერს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი მოდელის თვითმფრინავს E190-E2-ს წარმოადგენს. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა სადემონსტრაციო ფრენა, რომლის განხორციელების უფლება კომპანიამ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან 13 სექტემბერს მიიღო. საჰაერო ხომალდი საქართველოს 18 სექტემბერს დატოვებს.

E190-E2 Shark რომელიც საქართველოში საჩვენებელ ფრენას მოაწყობს, E-Jet ოჯახის ახალი წევრია. იგი ვიწრო ფიუზელაჟის მქონე, ორძრავიანი, საშუალო რადიუსზე ოპერირებადი საჰაერო ხომალდია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აეროდინამიკური დანადგარებით, “Pratt & Whitney“ ძრავებით და განახლებული კაბინით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურებისა (15-25%) და საწვავის ხარჯებს (16-24%).

აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან, საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში “Georgian Airways”-ის 3 ერთეული Embraer ERJ 190-100 ირიცხება. ამასთან, მიმდინარე წელს, ქართული ავიაკომპანია ფლოტში ამ მოდელის კიდევ ერთი საჰაერო ხომალდის დამატებას გეგმავს, რისთვისაც განაცხადი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უკვე შემოტანილია.

შემთხვევითი სიახლე

მიმოქცევაში ლარი გაიზარდა

თბილისი (BPI) – მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის მოცულობა 142 მლნ-ით გაიზარდა (+8%Y.Y), 3.565 მლნ-მდე. სებ-ის სტატისტიკით …