ელიტ ტექნოლოჯი თბილისის გზებზე ინოვაციებს ნერგავს

თბილისი (BPI) – Intertraffic Amsterdam 2018  – საერთაშორისო გამოფენაზე  უსაფრთხო ინფრასტრუქტურის მოწყობის საკუთარი ხედვა, მსოფლიო ლიდერ კომპანიებთან ერთად  „ელიტ  ტექნოლოჯიმ“ წარადგინა

ტენდერში გამარჯვებული „ელიტ ტექნოლოჯი“ დედაქალაქში თეთრ და თეთრ–წითელ ფერებში, გადასასვლელებს და საგზაო მონიშვნებს 3–წლიანი გარანტიით ხაზავს და  წარმოებაში მალე  მანათობელ საღებავებს შემოიტანს.

ექსპოზიციაზე ქალაქის ინფრასტრუქტურის „გონიერი“ სისტემები იყო წარმოდგენილი.  მძღოლის, მგზავრის და ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად.  განათების  ახალი მოდელები,  SWIR- კემერა, რომელიც ინფრაწითელი დიაპაზონის მოკლეტალღურ უბანში მუშაობს და  გამჭოლი ხილვადობის უნარით  ობიექტის ამოცნობა ღამით, ნისლში და ასევე კვამლში შეუძლია.

ანალოგიური დატვირთვა აქვს ახალ ტექნოლოგიებს ქვეითთა გადასასვლელებში. ზებრა დღის ნებისმიერ პერიოდსა და ნებისმიერ ამინდში მაღალხილვადობას ინარჩუნებს.

შემთხვევითი სიახლე

ვითიბიმ ბარათიდან ბარათზე გადარიცხვის სერვისი დანერგა

თბილისი (BPI) – ვითიბი ბანკმა ბარათიდან ბარათზე გადარიცხვის სერვისი დანერგა. ახალი მომსახურება იძლევა თანხის გადარიცხვის შესაძლებლობას …