“ელიტ ელექტრონიქსში” “სამსუნგის” ჰოლოგრამის კვირეული დაიწყო

თბილისი (BPI) – “სამსუნგის” ჰოლოგრამის კვირეული ელიტ ელექტრონიქსში” უკვე დაიწყო. კომპანიის ცნობით, დღეიდან მომხმარებელუი შეძლებს “ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიათა ქსელებში და ისარგებლოს 20%-იანი ფასდაკლებით შერჩეულ მოდელებზე.

“სმარტფონის შეძენისას ყველას გვსურს დავრწმუნდეთ იმაში, რომ  გადახდილი ფასის სანაცვლოდ მივიღებთ გარანტირებულ და ხარისხიან პროდუქტს, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოგვემსახურება. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მოწყობილობას რაიმე პრობლემა შეექმნება გვსურს გვეგულებოდეს სანდო პარტნიორი, რომელიც პრობლემის გადაწყვეტაში დაგვეხმარება. შესაბამისად, არჩევანი კომპანიის არაოფიციალურ და ოფიციალურ პროდუქტს შორის ძალიან მარტივია, თუმცა  მომხარებლების ნაწილი ვერ აცნობიერებს რისკებს და ფიქრობს, რომ თანხის დაზოგვით ის მოგებული დარჩება. ტექნიკის მაღაზიაში მისული მომხმარებელი, სადაც არაოფიციალური პროდუქტის შეძენით თანხის დაზოგვის ილუზია იქმნება, ხშირად ექცევა არაკომპეტენტური კონსულტანტების ზეგავლენის ქვეშ, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს მომხარებლის ინტერესებს”, – განმარტავენ კომპანიაში.

მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად, Samsung-ის წარმომადგენლობამ საქართველოში განახლებული ჰოლოგრამა წარადგინა, რომელიც გიდასტურებთ იმას, რომ მოწყობილობა შემოწმებულია, მორგებულია ადგილობრივ ქსელებს, განკუთვნილია უშუალოდ საქართველოსთვის და მასზე მოქმედებს სამსუნგის ოფიციალური გარანტია ავტრიზებულ სერვის-ცენტრებში.

“სამსუნგი” და “ელიტ ელექტრონიქსი” მომხმარებელს აძლევს საშუალებას ერთი კვირის განმავლობაში შეიძინოს ოფიციალური სმარტფონები 20%-იანი ფასდაკლებით.

შემთხვევითი სიახლე

თიბისი ქართულ ამაზონს ქმნის

თბილისი (BPI) –  “თიბისიმ” swoop-ი შეიძინა და  Vendoo-ს აპლიკაციას უშვებს. ბანკი 4 წელში 10 მლნ …