ელენე ხოშტარიას ოჯახი BRITISH LAND-ისა და Land securities-ის აქციონერი გახდა

თბილისი (BPI) – ელენე ხოშტარიას მეუღლემ 2018 წელს  ფასიანი ქაღალდებში ინვესტირებას მიანიჭა უპირატესობა.

საინფორმაციო სააგენტო GBC-ი პოლიტიკოსის ახალი დეკლარაციის მიხედვით წერს, რომ პოლიტიკოსის მეუღლე ირაკლი ბერიძე BRITISH LAND -ის და Land securities-ის აქციონერი გახდა.  ორივე კომპანია უძრავი ქონების აქტივების მფლობელია.

2018 წლის მონაცემებით, “m2 უძრავი ქონების” წამყვანი მენეჯერი Land securities -ის 400  და BRITISH LAND -ის 350 აქციას ფლობს. აქციებში ჩადებული თანხა ამჯარად არც ისე ბევრია, თუმცა პერსპექტივაში, კომპანიების წარმატება აქციონერს არაერთ დივიდენდს მოუტანს.

GBC-ი წერს, რომ ირაკლი ბერიძე ასევე არის GEORGIA CAPITAL-ის 1280 აქციის მფლობელი, რომელიც BGEO Group-ის (საქართველოს ბანკის ჯგუფის) გაყოფის შემდეგ ერგო.

მის ხელშია სს m2 უძრავი ქონების 11 ობლიგაციაც, თითო 1014 დოლარის ნომინალის.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …