ეკონომიკის სამინისტრო ანალიტიკოსთა ჯგუფს აყალიბებს და კონკურსს აცხადებს

თბილისი (BPI) – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს ანალიტიკოსთა ჯგუფს აყალიბებს და შესარჩევ კონკურსს აცხადებს.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში მითითებულია, რომ სამინისტრო შეიმუშავებს და

სამინისტრო  განიხილავს  ნებისმიერი პირის შესაძლებლობებს, რომელიც აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

უმაღლესი განათლება შემდეგი მიმართულებებით

  • ბიზნეს-ადმინისტრირება
  • ეკონომიკა
  • ფიზიკა
  • მათემატიკა
  • ინჟინერია
  • ფინანსები
  • აუდიტი
  • საჯარო მმართველობა

კანდიდატს უნდა ჰქონდეს 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ეკონომიკის ან ბიზნესის სფეროებში; ფლობდეს ინგლისური ენის C2 დონეზე.

ასევე განიხილებიან კანდიდატები, რომელთაც შესაძლოა არ აქვთ ჩამოთვლილ კონკრეტულ სფეროებში მიღებული განათლება, თუმცა აქვთ 5 წლიანი გამოცდილება საწარმოს მართვის, აუდიტის, ფინანსური ანალიზის, ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის მიმართულებით ან/და ამავე სფეროებში საკონსულტაციო საქმიანობის გამოცდილება.

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად.

 

შემთხვევითი სიახლე

ნინო ჩიქოვანი DCFTA-ის საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარედ აირჩიეს

თბილისი (BPI) – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი DCFTA-ის საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარედ აირჩიეს. ნინო ჩიქოვანის თავმჯდომარედ …