E-Space ელექტრომობილების მფლობელებს სამომავლო პროექტებს გააცნობს

თბილისი (BPI) – ელექტრომობილების დასამუხტი აპარატების ქსელის კომპანია E-Space ელექტრომობილების მფლობელებისთვის შეხვედრას მართავს.

შეხვედრის მიზანია კომპანიამ მიმდინარე და სამომავლო პროექტები ელექტრომობილების მფლობელებს გაუზიაროს, ამავდროულად კომპანია მზადაა მოისმინოს მათი მოსაზრებები ელექტრომობილების ექსპლუატაციასთან და შესაბამის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით.

ელექტრომობილების მსურველებმა შეხვედრაზე დასასწრებად კომპანიი ფაისბუქგვერდზე რეგსტრაცია უნდა გაიარონ, დასწრება უფასოა.

ღონისძიება, რომელიც შაბათს, 19 მაისს, 12:00 საათზე, „ტექნოპარკში“ გაიმართება.

E-Space ელექტრომანქანების დამტენი სადგურების ქსელის გაფართოებას მუდმივად ახორციელებს. ამ დროისთვის მის ქსელში 49 დამტენი სადგურის ქვეყნის მასშტაბით.