დუშეთში დამბალხაჭოს სამრეწველო ხაზი გაეშვება

თბილისი (BPI)  მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“  პროგრამის ფარგლებში  დმანისის, წალკის და ახალქალაქის რაიონში  რძის გადამმუშავებელი  საწარმოები აშენდება, თითოეული 10 ტ წარმადობის.

საწარმო 75%-იანი თანადაფინანსებით გადაეცემა მე-2 დონის იმ კოოპერატივს, რომელშიც გაერთიანებული 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივიდან, თითოეულს არანაკლებ 200 ფური  ჰყავს.   25 %  გადახდას კოოპერატივი უზრუნველყოფს  8 წლის განმავლობაში.

კიდევ ერთი საწარმო შუაფხოში შენდება მიმღებ-გადამამუშავებელი , 1,5 ტ დღიური წარმადობით,  დამბალხაჭოს  სამრეწველო  წარმოების შესაძლებლობით.

შემთხვევითი სიახლე

ბაზისბანკის მენეჯმენტს 2 ახალი დირექტორი შეემატა

თბილისი (BPI) – ბაზისბანკის მენეჯმენტს ორი ახალი წევრი შეემატა. საბანკო სექტორში მუშაობის სოლიდური გამოცდილების მქონე, გიგი გაბუნია და რატი დვალაძე, …